ოფიციალურად დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოს ალენ დელონი წაიყვანს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოს ალენ დელონი წაიყვანს

ამის შესახებ „არტ პალასში“ გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, 12 თებერვალს კონცერტის დაწყებამდე ცნობილი ფრანგი მსახიობი „არტ პალასში“ პრესკონფერენციას გამართავს.

პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო 12 თებერვალს, სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყება.

"პირWელი" ჯერ კიდევ 19 იანვარს წერდა, რომ პაატა ბურჭულაძის საიბილეო საღამოს წამყვანი ცნობილი ფრანგი მსახიობი იქნებოდა, თუმცა მაშინ ღონისძიების ორგანიზატორებმა ინფორმაცია არ დაადასტურეს.