ირაკლი ღარიბაშვილი ლარის კურსთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს

ირაკლი ღარიბაშვილი ლარის კურსთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაესწრებიან.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 18:00 საათზე დაიწყება.