ევროკავშირის ქვეყნების პირველი პირები  განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირის ქვეყნების პირველი პირები განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირის ქვეყნების პირველი პირები უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას გმობენ და საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მოუწოდებენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების საკითხი განიხილონ. ამის შესახებ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

"აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით, ვთხოვთ საგარეო საქმეთა მინისტრებს, მომდევნო შეხვედრაზე შეაფასონ ვითარება და განიხილონ ნებისმიერი შესაბამისი ქმედება, კერძოდ, შემდგომი შეზღუდვები, რომელიც მიმართული იქნება მინსკის მოლაპარაკებების სწრაფი შესრულებისკენ", - ნათქვამია ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ასევე მოუწოდებენ რუსეთს, დაგმოს სეპარატისტთა ქმედებები და შეასრულოს მინსკის მოლაპარაკებები.

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, 24 იანვარს, "ბოევიკების" მიერ დაბომბვის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 30-მდე მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 115 ადამიანი კი დაშავდა.