კახა კახიშვილი მთავარ პროკურორად მის შესაძლო დანიშვნაზე გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს

კახა კახიშვილი მთავარ პროკურორად მის შესაძლო დანიშვნაზე გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე კახა კახიშვილი მთავარ პროკურორად მის შესაძლო დანიშვნაზე გავრცელებულ ინფორმაციას საფუძველს მოკლებულს უწოდებს.

როგორც კახა კახიშვილმა "ინტერპრესნიუსს" თემის კომენტირებისას განუცხადა, რადგან შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გადადგა, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მას მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმაც უნდა მიბაძოს.

კახა კახიშვილი აცხადებს, რომ მთავარ პროკურორად მის დანიშვნაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა და ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები უსაფუძვლოა.
გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე გიორგი ბადაშვილს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე კახა კახიშვილი შეცვლის.