უჩა ნანუაშვილი: მას ია მეტრეველი უნდა მოეკლა

უჩა ნანუაშვილი: მას ია მეტრეველი უნდა მოეკლა

სახალხო დამცველი პროკურატურას შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.

საქმე ეხება ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიერ სახალხო დამცველის ოფისისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ.

აღნიშნულ პირზე დაყრდნობით, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავამ მსჯავრდებულს ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობა დაუკვეთა. ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ მას უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისაცემდა.

სახალხო დამცველი პროკურატურას ამ საქმის გამოძიებას და აღნიშნული მოწმის უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.