უკანონო მოსმენებზე უშიშროების 26 ოფიცერი დააკავეს

უკანონო მოსმენებზე უშიშროების 26 ოფიცერი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ იზმირში უკანონო მოსმენების ბრალდებით, უშიშროების სამსახურის 26 ოფიცერი დააკავა. თურქული სააგენტოები მეტ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ავრცელებენ, შესაბამისად უცნობია, უკავშირდება თუ არა მათი დაკავება 2013 წელს თურქეთში განხორციელებულ რეზონანსულ ანტიკორუფციულ ოპერაცოას, რომლის დროსაც დააკავეს მოძრაობა „ჰიზმეტის“ წევრები.