"დამატებით დეტალებს დღეს მოგვიანებით გავამჟღავნებთ"

უჩა ნანუაშვილი იური ვაზაგაშვილის საქმის მოკლე დროში გამოუძიებლობის შემთხვევაში პროკურატურის პასუხისმგებლობზე საუბრობს. მისი თქმით ორგანომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო:

"აუცილებელია, ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგი დაიდოს ძალიან მალე. თუ შედეგი არ დაიდება, რა თქმა უნდა, პროკურატურამ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. აუცილებელია ამ საქმის დაუყოვნებელი და ეფექტური გამოძიება. ამისთვის მნიშვენლოვანია ყველა ბერკეტის გამოყენება. თუ არ მოხდება გამოძიება, რა თქმა უნდა, ალბათ უნდა ვიფიქროთ სხვა მეთოდებზე, მათ შორის თუნდაც დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომიტეტის შექმნის შესახებ", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

მისი განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს საქმის გამოძიებას. "დამატებით დეტალებს დღეს მოგვიანებით გავამჟღავნებთ", - აღნიშნა მან.