ემზარ კვიციანი ხვალ, სავარაუდოდ, პატიმრობიდან გათავისუფლდება

ემზარ კვიციანი ხვალ, სავარაუდოდ, პატიმრობიდან გათავისუფლდება

ემზარ კვიციანი ხვალ, სავარაუდოდ, პატიმრობიდან გათავისუფლდება, - ამის შესახებ ემზარ კვიციანის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კვიციანის დაცვის მხარესა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება მიღწეულია და თუ ამ შეთანხმებას ხვალ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დაამტკიცებს, კვიციანი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.

"საპროცესო შეთანხმებაზე ინიციატივა თვითონ პროკურატურისგან მოდის. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ემზარ კვიციანისთვის 11-თვიანი რეალური სასჯელის მოხსნას. ეს 11 თვე უკვე გასულია და თუ ხვალ შეთანხმება, და სავარაუდოდ ასეც იქნება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა, ემზარ კვიციანი პატიმრობიდან გათავისუფლდება", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, შეთანხმებას დაახლოებით სამი დღის წინ მიაღწიეს. ადვოკატის ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომა 15:30 საათზე გაიმართება.

ემზარ კვიციანს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 16-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც შემდგომ დაცვის მხარემ სასამართლოში გაასაჩივრა.