უკრაინის კრიზისზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა.

უკრაინის კრიზისზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა.

უკრაინის კრიზისზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა.

პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მარიუპოლის მოსახლეობის მიმართულებით ცეცხლი მიზანმიმართულად გახსნეს. მისი თქმით, პასუხისმგებელი პირები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.

გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა კი პასუხისმგებლობა საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო კიევს დააკისრა.

თავის მხრივ, აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთი მხარს უჭერს სეპარატისტებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე სულ უფრო ღრმად შეჭრას ცდილობენ.

უკრაინის წარმომადგენლის განცხადებით, გასულ კვირას გამართულ საგანგებო სხდომაზე, საუბარი იყო, რომ უკრაინის ტერიტორიაზე 9000 რუსი სამხედრო იმყოფება, ამ დროისთვის კი მათი რიცხვი 12 000-ს შეადგენს, ასევე გაზრდილია საბრძოლო ტექნიკის რაოდენობაც.