ვაზაგაშვილების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დახურული სხდომა არ გაიმართება

ვაზაგაშვილების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დახურული სხდომა არ გაიმართება

იური და ზურა ვაზაგაშვილების საქმეებთან დაკავშირებით პარლამენტში პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამინისტროს წარმომადგენლებს აღარ მოუსმენენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესა და პროკურორს შორის კონსულტაციები გაიმართა.

ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, კომიტეტის დახურულ სხდომაზე საგამოძიებო უწყების მოსმენა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ მოხდება.

"ამ საკითხის განხილვა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან გამოძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია დახურულ სხდომაზეცა არ შეიძლება ითქვას, ეს წარმოადგენს საიდუმლოებას. ის, რაც შეიძლება ითქვას დახურულ სხდომაზე, მაგრამ არ შეიძლება გასაჯაროვდეს, ეს ინფორმაცია თითოეულ კომიტეტის წევრს შეუძლია მიიღოს უშუალოდ მთავარი პროკურორისგან",-განაცხადა ხმალაძემ

დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაზაგაშვილების საქმეზე პარლამენტში დახურული სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც პროკურატურის წარმომადგენლები მათ ამ საქმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.