საგანელიძე კვიციანის პატიმრობიდან გათავისუფლებას მიესალმება

საგანელიძე კვიციანის პატიმრობიდან გათავისუფლებას მიესალმება

დავით საგანელიძე ემზარ კვიციანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მიესალმება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიცნევს, რომ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის მიმართ ამჟამად ძალაში არსებული განაჩენი რეალობის არაადეკვატურია. „კვიციანის მიმართ ძალიან არაობიექტური გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი სასამართლოს. გარკვეული შეცდომები, გარკვეული გადაცდომები ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ამ კაცს რომ სამშობლო უყვარს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური განაჩენი და არაადეკვატურ სიტუაციაშია ეს ადამიანი. თავის ფეხით ჩამოვიდა და სიმართლის საუბარი დაიწყო. ასე რომ, მე მივესალმები, თუ ასეთი შეთანხმება გაფორმდება,” - განაცხადა საგანელიძემ. ცნობისთვის ემზარ კვიციანი შესაძლოა ხვალ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ყოფილ რწმუნებულთან საპროცესო შეთანხმება უკვე გაფორმდა.