ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მეორე ვადით ან ბრასერი აირჩიეს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მეორე ვადით ან ბრასერი აირჩიეს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად, მეორე ვადით, მოქმედი პრეზიდენტი, ან ბრასერი აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.

როგორც ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ან ბრასერი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კიდევ ერთი წლით იქნება.

"კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა რჩება იმ პრინციპებად, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ გადაწყვეტილებების მიღებისას", - აღნიშნა ან ბრასერმა.

გასული წლის შედეგების შეფასებისას, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2014 წელი არ იყო კარგი იმ ფუნდამენტური პრინციპებისთვის, რომელზეც ევროპაა დაფუძნებული.

"ბევრ ევროპულ ქვეყანაში ჩვენ ტერორისა და ძალადობის მოწმე გავხდით. პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტი ჩვენი ფუნდამენტური ფასეულობების განადგურება იყო", - აღნიშნა ან ბრასერმა.

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე შეეხო უკრაინის საკითხს და აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი კვლავ იტანჯება.

"გეოპოლიტიკის საფრთხე იმარჯვებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ფასეულობებზე და ადამიანის სიცოცხლეზეც კი", - აღნიშნა ან ბრასერმა.

მისივე თქმით, ევროპას რუსეთი სჭირდება როგორც საიმედო პარტნიორი და პასუხისმგებელი ძალა, მაგრამ რუსეთმა პატივი უნდა სცეს ევროპის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის საერთაშორისო ვალდებულებებს.