წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში პატრიარქი ლიტურგიას აღავლენს

წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში პატრიარქი ლიტურგიას აღავლენს

წმინდა ნინოს დღესასწაულთან დაკავშირებით, კუკიაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ლიტურგიას აღავლენს.

უწმინდესი კუკიაზე მსახურებას ტაძრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით მართავს. ტაძარში მალე წმინდა სახარებიდან ადგილს წაიკითხავენ. მსახურების ბოლოს კი პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღესასწაულს მიულოცავს.

დღეს, 21:00 საათამდე, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გამობრძანებული იქნება წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და მორწმუნეებს, მისი მოლოცვის შესაძლებობა ექნებათ.