საბერძნეთის ახალი პრემიერ მინისტრი რადიკალი მემარცხენე ალექსის ციპრასი გახდა

საბერძნეთის ახალი პრემიერ მინისტრი რადიკალი მემარცხენე ალექსის ციპრასი გახდა

საბერძნეთის რადიკალ მემარცხენეთა ლიდერი ალექსის ციპრასი საბერძნეთის ახალი პრემიერ მინისტრია. ფიცის დადების ცერემონია ქვეყნის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი კაროლოს პაპულიასიც ესწრებოდა.

ციპრასმა დაიფიცა, რომ დაიცავს ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონებს და ემსახურება ბერძენი ხალხის ინტერესებს.

საბერძნეთის შსს-ს ბოლო მონაცემებით, 25 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით უკვე დათვლილია ბიულეტენების 100 %. ხმების 36,34 % პარტია "სირიზამ" მიიღო, რის შედეგადაც, ქვეყნის პარლამენტში 300-დან 149 ადგილი ერგო. მემარჯვენე ცენტრისტულმა პარტიამ "ახალი დემოკრატია" ხმათა 27,81 % (76 ადგილი) დააგროვა. მესამე ადგილზე 6,28 %-ით (17 ადგილი) ულტრამემარჯვენე პარტია "ოქროს განთიადი" გავიდა.