სარქისიანი აზერბაიჯანს ომით დაემუქრა-„ელოდეთ სიურპრიზებს“!

სარქისიანი აზერბაიჯანს ომით დაემუქრა-„ელოდეთ სიურპრიზებს“!

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით მოწინააღმდეგის ავანტიურამ შესაძლოა სომხეთი აიძლოს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ზიანის მომტანი იქნება- „არავის ეჭვი არ ეპარება, რომ თითოეულ ჩვენ დანაკარგზე აზერბაიჯანი დიდ ფასს გადაიხდის, იხდიდნენ და გადაიხდიან.

თითოეულ ინციდენტს საპასუხო რეაქცია მოყვება, ბოლო ჩვენი საპასუხო ქმედებები ფორმით სიმეტრიული იყო და დანაკარგის განხრით, ასიმეტრიული. ახლა კი შესაძლოა, საპასუხო ფორმა ასიმეტრიული იყოს. ცხელი თავები სიურპრიზებს უნდა ელოდონ. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ საზღვრებთან, შეიქმნება ვითარება, რომელიც ჩვენ უსფრთხოებას დაემუქრება და იმ შემთხვევაში თუ შეხების ხაზზე დაძაბულობა მოიმატებს, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას საპასუხო პრევენციული დარტყმები განვახორციელოთ“. განაცხადა სარქისიანმა.