უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დონეცკსა და ლუგანსკის ოლქებში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დონეცკსა და ლუგანსკის ოლქებში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო

კრაინის მინისტრთა კაბინეტმა დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გუშინ პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.

"უკრაინის სამოქალაქო დაცვის კოდექსის თანახმად, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო დონეზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. უკრაინის მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციის შემოღების შესახებ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში", - განაცხადა იაცენიუკმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

მინისტრთა კაბინეტმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით რეგიონული კომისიის შექმნის შესახებ. იაცენიუკის განცხადებით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლების ყველა ორგანოს კოორდინირება მოქალაქეებისა და მოსახლეობის სამოქალაქო დაცვისთვის.