ალექსანდრე ვერშბოუ - საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედება 2015 წლის დასასრულამდე იქნება შესაძლებელი

ალექსანდრე ვერშბოუ - საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედება 2015 წლის დასასრულამდე იქნება შესაძლებელი

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ფიქრობს, რომ საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედება 2015 წლის დასასრულამდე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ვერშბოუმ ბრიუსელში, "მოამბის" კორესპონდენტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუთანხმდით უკვე ქართულ მხარეს, სად, როგორ და როდის უნდა გაიხსნას ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, ალექსანდრე ვერშბოუმ უპასუხა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მისივე თქმით, მეტი დეტალი მისი ვიზიტის შემდეგ იქნება ცნობილი. 

"როგორც ვიცი, რამდენიმე ადგილია შერჩეული. ამიტომ არ მინდა ამ თემაზე წინასწარ სპეკულაცია გამომივიდეს. ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ადგილს შევარჩევთ, შევძლებთ მის ამოქმედებას 2015 წლის დასასრულამდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის დემონსტრირება საქართველოს მიმართ ნატო-ს დამოკიდებულების. ასევე აღიარება მაღალი ხარისხის, მაღალი დონე საქართველოს შეიარაღებული ძალების, რაც მათ არაერთხელ აჩვენეს ჩვენს ოპერციებში, მაგალითად ავღანეთში. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით ახალ ეტაპზე და საფეხურზე გადავიდეთ. ასევე გვინდა, რომ სხვა ქვეყნებმაც მიიღონ სარგებელი იმ გამოცდილებიდან, რაც საქართველოს უკვე აქვს, ნატო-ს პარტნიორმა ქვეყნებმა, ისინიც გამოიყენებენ ცენტრს. ასე რომ, ეს არის სიმბოლურიც, პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელიც და აქვს პრაქტიკული დატვირთვაც. ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ როგორც დემონსტრირებას იმის, რომ ნატო დანაპირებს ასრულებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება ისევ ძალაშია და როდესაც ვამბობთ, რომ ვერც ერთი მესამე მხარე ვერ იქონიებს გავლენას იმაზე, უნდა გახსნას თუ არა ნატო-მ ცენტრი პარტნიორ ქვეყანაში, ნატო ასრულებს იმას, რასაც ამბობს და ამას ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ, როდესაც გავხსნით საწვრთნელ ცენტრს", - განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ.