თეთრი სახლის ეზოში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

თეთრი სახლის ეზოში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა, რომელიც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს იცავს, დაადასტურა, რომ თეთრი სახლის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს. ამის შესახებ ამერიკული სპეცსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

"ჩვენმა ერთმა ოფიცერმა გამთენიისას დაინახა, როგორ გადაუფრინა ტერიტორიას ერთი მეტრი სიგრძის აპარატმა და დაიმსხვრა თეთრი სახლის კომპლექსის ტერიტორიაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით. თეთრი სახლის შესასვლელი მომენტალურად დაიხურა იმ დრომდე, ვიდრე მოწყობილობა სრულად არ იყო შესწავლილი და ლიკვიდირებული" ,- აღნიშნულია კომუნიკეში.

სპეცსამსახურში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ეჭვმიტანილთა ძებნა მათი მოტივების დასადგენად.