თუ ჩვენი ეკონომიკური ზრდა, სავაჭრო პარტნიორების ქვეყნების ეკონომიკური ზრდაზე მეტი იქნება, ლარს გამყარების ტენდენცია ექნება

თუ ჩვენი ეკონომიკური ზრდა, სავაჭრო პარტნიორების ქვეყნების ეკონომიკური ზრდაზე მეტი იქნება, ლარს გამყარების ტენდენცია ექნება

თუკი ჩვენი ეკონომიკური ზრდა, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდაზე მეტი იქნება, მაშინ ლარს გამყარების ტენდენცია ექნება, - ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის ძველ ნიშნულთან დაბრუნების შესაძლებლობის თაობაზე დასმულ კითხვას.

"რეალურად, საშუალოვადიან პერიოდში, თუკი ჩვენ ეკონომიური ზრდა გვექნება, ლარს გამყარების ტენდენცია ექნება. ეს საშუალო პერიოდში ხდება, ხოლო სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკის პირობებში, კურსი რეაგირებს და არის პროცესების ადეკვატური", - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გიორგი ქადაგიძემ ლარის კურსის "ვარდნის" მიზეზები ეკონომიკური შემოდინებების წყაროების კლებით ახსნა და ამ კონტექტში ექსპორტის, გზავნილების, ტურიზმიდან შემოსავლების შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება.

"ლარის კურსთან დაკავშირებულ პროცესზე ბიუჯეტს და ფისკალურ პოლიტიკას გავლენა აქვს, თუმცა ჩვენ ფუნდამენტურ ფაქტორებზე ვსაუბრობთ, რაც იმას გულისხმობს, რომ არსებული შემოდინებები საკმარისი არ არის. დღევანდელი მდგომარეობით, ის ადამიანები ზარალდებიან, რომელთაც შემოსავალი აქვთ ლარში, ხოლო სესხები დოლარში. ასეთი არის ფიზიკური პირების თითქმის ნახევარი. ისინი ამ ზარალს საკუთარ ჯიბეზე, ყოველდღე ნახულობენ. რაც შეეხება ფასების საშუალო დონეს, ის ინფლაციური მოლოდინების გაზრდის მიუხედავად, გაზრდილი არ არის. თუკი დავინახავთ, რომ პროცესი შეტრიალდა და ფინანსურ სტაბილურობას რაიმე საფრთხე დაემუქრება, ამ შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ - ყველა ინსტრუმენტი გვაქვს იმისთვის, რომ ეს პროცესი არ დავუშვათ", - აღნიშნა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს დახურულ ფორმატში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს შეხვდა.