"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელ მდივნად ირაკლი კობახიძე დაინიშნა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭომ პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა და მედიას აღნიშნულ პოსტზე ირაკლი კობახიძე წარუდგინა.

"ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრეთ, იყო აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა. დღეს იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ პოსტს დაიკავებს კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე. იგი თავიდანვე იყო პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი – 2012 წელს მუშაობდა "ქართული ოცნების" საზოგადოებრივ სამუშაოებზე და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე. არის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. ირაკლი კობახიძეს აქვს ათამდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ის ორი სახელმძღვანელოს ავტორია. რაც მთავარია, გახლავთ პატიოსანი და ღირსეული პიროვნება. მინდა მას წარმატება ვუსურვო", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ქართუილი ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი დარწმუნებულია, რომ კობახიძე მნიშვნელოვან როლს შეიტანს პარტიის გაძლიერებაში.