საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელს შეფასებით, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური ღირსეული მინისტრი იქნება და მის უწყებაში ვითარება რადიკალურად შეიცვლება.
„ვახტანგ გომელაური ღირსეული კანდიდატია. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, ძალიან სერიოზული საფრთხეების ფონზე, შს მინისტრი იყოს მაღალი დონის პროფესიონალიზმის და მაღალი პაუხისმგებლობის მატარებლი. ეს თვისებები ვახტანგ გომელაურს აქვს, მივესალმები ამ კანდიდატურას და დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვითარება რადიკალურად შეიცვლება",- განაცხადა ხიდაშელმა.