ვაზაგაშვილების საქმის გამოძიება შს სამინისტროს და პროკურატურის მთავარი ამოცანაა

ვაზაგაშვილების საქმის გამოძიება შს სამინისტროს და პროკურატურის მთავარი ამოცანაა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის დანიშვნას ეხმაურება. როგორც ბესელიამ „რეპორტიორს" განუცხადა, გომელაურს ის იცნობს და იმედს გამოთქვამს, რომ ურთულეს უწყებას ახალი მინისტრი თავს წარმატებით გაართმევს:

„ვახტანგ გომელაურს ვიცნობ და მჯერა, წარმატებით გაართმევს თავს ამ ურთულეს სამინისტროს. ვახტანგს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ უწყებაში მუშაობის და იცნობს სისტემას. მას პროფესიული და პიროვნული დადებითი თვისებები დაეხმარება გააძლიეროს სამინისტროდა რეფორმები გააგრძელოს. ყველაზე მთავარია, რომ შსს აღარ არის პოლიტიზებული. ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და დანაშაულის პრევენცია გამოცხადდა უწყების მთავარ მიზნებად. ამავე დროს, წელს სამინისტროს რეფორმის ეტაპი იგეგმება და მნიშვნელოვანი იქნება ახალი ხედვა", - განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა შს მინისტრის პირველი ამოცანა ვაზაგაშვილების საქმის გახსნა, ბესელიამ განმარტა, რომ ეს საქმე როგორც შს სამინისტროს, ისე პროკურატურის მთავარი ამოცანაა:

„რასაკვირველია,ამ საქმის გამოძიება შს სამინისტროს და პროკურატურის მთავარი ამოცანაა. ამოცანაა დამნაშავეთა დაკავება!" - აღნიშნა ბესელიამ.