თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მშენებლოსთვის რამდენიმე ადგილი მოიაზრება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ცნობისთვის, 29 იანვარს, საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის ადგილის დათვალიერებასაც გეგმავს.
"ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე. მაქვს იმედი და ველოდები, რომ მუშაობდა დასრულდება და ცენტრი 2015 წლის ბოლოსთვის გაიხსნება - ჩატარდება წრთვნები როგორც ალიანსის წევრებისთვის, ასევე პარტნიორებისთვის. საქართველოს აქვს ყველა საჭირო მექანიზმი, რომ მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის",-განაცხადა ვერშბოუმ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.