"ლარი მსოფლიოს ძალიან ბევრი ვალუტის მიმართ გამყარებულია"

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ეკონომიკური გუნდი მუშაობს, რათა ლარის კურსთან დაკავშირებული რყევები დასრულდეს და ლარი დასტაბილურდეს.

როგორც ხადურმა აღნიშნა, ცალსახაა, რომ დოლარი მსოფლიოს ყველა ვალუტის მიმართ გამყარდა. ფინანსთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება.

"ისტორიულ ნიშნულზეა დასული ევროს გაცვლითი კურსი, რომელიც დღეს პრაქტიკულად 1.1 შეადგენს. რაც შეეხება ლარს, ეროვნული ვალუტა გამყარებულია მსოფლიოს ძალიან ბევრი ვალუტის, მათ შორის ევროს, ბრიტანული ფუნტი-სტერლინგის და სხვა ვალუტების მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ და ეროვნული ბანკი აქტიურად ვთანამშრომლობთ, ვმუშაობთ, გვაქვს ინფორმაციის გაცვლა. მუშაობს ეკონომიკური გუნდი, რათა ეს რყევები დასრულდეს და ლარი დასტაბილურდეს", - განაცხადა ხადურმა.