პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდებიან

პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდებიან

პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს ხვდებიან. მასთან შეხვედრა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობს და მედიისთვის დახურულია.

როგორც შეხვედრის დაწყებისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მიიღოს ინფორმაცია ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმდინარეობის შესახებ და ლარის კურსთან დაკავშირებით.

კომენტარები მედიისთვის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.