"ისლამური სახელმწიფოსა" და ერაყის არმიის შეტაკების შედეგად 65 ადამიანი გარდაიცვალა

სულ მცირე 50 ჯარისკაცი და შიიტი დაიღუპა ერაყის არმიის მიერ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე კონტრშეტევის შედეგად ქალაქ მიქდადიაში, რომელიც ბაღდადიდან 80 კილომეტრში მდებარეობს.

ქვეყნის არმიის სარდლობის ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად სამხედროებმა 15 "ბოევიკის" ცხედარიც აღმოაჩინეს. ბაღდადის ძალოვან სტრუქტურებში აცხადებენ, რომ სამხედროებმა შეძლეს ქალაქ მიქდადიადან "ისლამური სახელმწიფოს" განდევნა.

მანამდე კი, ბაღდადში ორი ბომბის აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა.