ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის მშენებლობისთვის ადგილი უკვე შერჩეულია

ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის მშენებლობისთვის ადგილი უკვე შერჩეულია

ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობისთვის ადგილი უკვე შერჩეულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის პროცესი არ არის ღია ინფორმაცია.

"სად, რა ფორმით, რა კონსტრუქციით განთავსდება, ეს ყველაფერი საიდუმლო ინფორმაციას განეკუთვნება და ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა სეისაშვილმა.

29-30 იანვარს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა, რომლის ვიზიტის პროგრამაშიც ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის ადგილის დათვალიერებაც შედის.