ლარი კიდევ გაუფასურდა

ლარი კიდევ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. დოლართან მიმართებაში საქართველოს ეროვნული ვალუტა მცირედით ისევ გაუფასურდა.

უფრო კონკრეტულად, ხვალიდან, 27 იანვრიდან 1 დოლარის ოფიციალური ფასი 1,9962 ლარი იქნება.

ეროვნული ბანკის მიერ 24 იანვარს დადგენილი კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 1.9935 ლარს შეადგენდა.