უკრაინის უშიშროების სამსახურმა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა "ბოევიკების" საუბრის აუდიო ჩანაწერი მოიპოვა

უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვამ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" "ბოევიკების" საუბრის აუდიო ჩანაწერი მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აუდიო ჩანაწერში საუბარია "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" "ბოევიკების" მიერ მარიუპოლის დაბომბვის შესახებ.

"აუდიო ჩანაწერში ბოევიკი მეტსახელად "ტერორისტი" დონეცკიდან განკარგულებას აძლევს რათა გამოიყენონ რეაქტიული სისტემები მარიუპოლის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ", - ნათქვამია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აუდიო ჩანაწერის თანახმად, მეორე "ბოევიკი" კი, მზადყოფნას გამოთქვამს, ქალაქის მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი ნაწილი დაბომბოს და შემდეგების შესახებ აცნობოს.

გუშინ დილით, "ბოევიკების" მიერ ქალაქ მარიუპოლის დაბომბვის შედეგად 30-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 100-მდე კი დაიჭრა.