თუ პოლიციას

თუ პოლიციას "მიაჩმორებენ", ჩვეულებრივ ადამიანებს ვინღა დაიცავს?!

„სახელმწიფოს დაკნინების ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია,  კრიმინალური მენტალიტეტის ხალხის ხელისუფლებაში შეღწევა და პოლიციელების ღირსების შელახვა," - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის"  გვერდზე.

"ქვეყნის გაბანძების, სახელმწიფოს დაკნინების ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია, კრიმინალური მენტალიტეტის ხალხის ხელისუფლებაში შეღწევა და პოლიციელების ღირსების შელახვა. ხოლო, თუ პოლიციას "მიაჩმორებენ", ჩვეულებრივ ადამიანებს ვინღა დაიცავს?! ამერიკაში, სადაც მე ვცხოვრობ, პოლიციელს ვინმე, რომ შეეხოს ასე ხელით, ხანგრძლივი საპატრიმრო ვადა არ ასცდება, რადგან სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიციელის შეურაცხყოფა - სახელმწიფოზე ხელის აღმართვის ტოლფასია.

ეს ყველაფერი ხდება ბათუმში, პოლიციელის მკვლელობის და ლიკანში 2 პოლიციელის სასიკვდილოდ გამეტების ფონზე", - წერს მიხეილ სააკაშვილი.