საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

საგარეო უწყება სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მარიუპოლის სამოქალაქო დასახლებების დაბომბვასთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს

"განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო პერიოდში უკრაინის ქალაქებში დონეცკში, ვოლნოვახასა და მარიუპოლში განხორციელებული თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის განუხრელი ზრდა, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ისედაც არსებულ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს.

მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო დასახლებების წინააღმდეგ გამანადგურებელი შეიარაღების მიზანმიმართული გამოყენება საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს და თითოეული შემთხვევა სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, უთანაგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას", - აღნიშნულია განცხადებაში.