უკრაინამ

უკრაინამ "ბოევიკების" მიერ მარიუპოლის დაბომბვას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა

უკრაინის აღმოსავლეთით, "ბოევიკების" მიერ მარიუპოლის დაბომბვას უკრაინულმა მხარემ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. დონეცკის ოლქის პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" "ბოევიკებმა" ცეცხლი გაუხსნეს მარიუპოლის დასახლებულ კვარტალს მაშინ, როცა ზუსტად იცოდნენ, რომ ამ კვარტლებში უკრაინელი სამხედროები არ იყვნენ.

"ბოევიკების" მიერ გუშინ დილით განხორციელებულ შეტევას მარიუპოლში 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საკოლმეურნეო ბაზარი.