მარიუპოლის აღმოსავლეთ ნაწილიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

მარიუპოლის აღმოსავლეთ ნაწილიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის განცხადებით, ქალაქ მარიუპოლის აღმოსავლეთ ნაწილიდან დასავლეთ ნაწილში მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ იაცენიუკმა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ შტაბში შეხვედრაზე გუშინ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული ინტერნეტსაიტები ავრცელებენ.

"ყველაფერი კეთდება, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები გადავარჩინოთ, აღმოვუჩინოთ მათ პირველადი სამედიცინო დახმარება, მარიუპოლის აღმოსავლეთ ნაწილიდან დასავლეთ ნაწილში მათი დისლოცირება მოვახდინოთ. პირველ რიგში, ბავშვებისა და ოჯახების. ამჟამად მარიუპოლის დასავლეთ ნაწილში არსებულ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში გაძლიერებულ რეჟიმში ხდება იმ ოჯახების ტრანსპორტირება და განთავსება, რომლებმაც გადაწყვიტეს აღმასვლეთ ნაწილიდან გადასულიყვნენ, რადგან იქ არ არის ელექტროენერგია და წყალი", _ განაცხადა იაცენუკმა.

გუშინ, "ბოევიკების" მიერ ქალაქ მარიუპოლის დაბომბვის შედეგად 30-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 100-მდე კი დაიჭრა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქზე შეტევა "ბოევიკებმა" განახორციელეს. ქალაქის მარცხენა სანაპირო ცეცხლის ალში იყო გახვეული, დამწვარია საცხოვრებელი სახლები, მანქანები.