საზოგადოება არავის არაფერს აპატიებს და მთავრობის ყველა წარმომადგენელი ამას შეგუებულია

საზოგადოება არავის არაფერს აპატიებს და მთავრობის ყველა წარმომადგენელი ამას შეგუებულია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შს მინისტრობიდან გადადგომის თაობაზე ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, ალექსანდრე ჭიკაიძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა. მისივე განმარტებით, ჭიკაიძის გადადგომით არსებული ხელისუფლების ხელწერა კიდევ ერთხელ დამტკიცდა და გამოჩნდა, რომ ის საზოგადოებას ანგარიშს უწევს.

"მე არ ვფიქრობ, რომ ვინმემ პროკურატურის მტკიცებულებების გარეშე პასუხი უნდა აგოს. მორალური პასუხისმგებლობა სწორი იყო მთავრობის მხრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრისგან, დანარჩენი - პროცესებს მივყვებით და თუ ვინმეზე დამატებით გაჩნდება ეჭვი, საზოგადოება არავის არაფერს აპატიებს. მთავრობის ყველა წარმომადგენელი ამას შეგუებულია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე საჭიროა დაველოდოთ გამოძიებას და იმას, თუ როგორ განვითარდება პროცესები.