პეტრე პოროშენკომ უკრაინის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

პეტრე პოროშენკომ უკრაინის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს განცხადებით, დღეს უკრაინის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭო საგანგებო სხდომაზე უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაციის გართულების გამო შეიკრიბება.

"გავეცი განკარგულება, სასწრაფოდ გაიმართოს უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს სხდომა, რათა მოხდეს დამატებითი სამოქმედო ნაბიჯების შემუშავება", _ განაცხადა პოროშენკომ.

გუშინ დილით, "ბოევიკების" მიერ ქალაქ მარიუპოლის დაბომბვის შედეგად 30-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 100-მდე კი დაიჭრა.