"პირველი ტერორისტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ყველა დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარსდგება"

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, "სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება, რომელიც ქუჩაში საკუთარ მოქალაქეებს ხოცავდა ყოველგვარი სასამართლოს და განაჩენის გარეშე".

სუბარი დარწმუნებულია, რომ ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გარდამტეხი იქნება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მიდგომის მხრივ.

"სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება, რომელიც ქუჩაში საკუთარ მოქალაქეებს ხოცავდა ყოველგვარი სასამართლოს და განაჩენის გარეშე. იმ ხელწერას ძალიან ჰგავს ის, რაც მოხდა იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით. როგორც თავის დროზე 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილის მიმართ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა შეაჩერა ქუჩაში მკვლელობების სერია, ისე დარწმუნებული ვარ, რომ იური ვაზაგაშვილის ეს მკვლელობა იქნება გარდატეხა ზოგადად მიდგომაში მსგავსი დამნაშავეების მიმართ. ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, ვისაც იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში მიუძღვის ბრალი და ვისაც ის საშინელი დანაშაულები აქვს ჩადენილი წლების განმავლობაში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი წარსდგება სასამართლოს წინაშე, პირველი ტერორისტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით", - განაცხადა სუბარმა.