მარიუპოლში დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მარიუპოლის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე ანდრეი ფედაევი წერს . ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"27 ადამიანი გარდაცვლილია, მათ შორის ორი მცირეწლოვანია, 97 კი დაჭრილია, მათ შორის 5 ბავშვია. არიან ძალიან მძიმედ დაჭრილები", _ წერს ანდრეი ფედაევი.
როგორც მარიუპოლის მერიაში აცხადებენ, "გრადის" ტიპის დანადგარებიდან "ბოევიკებმა" საცხოვრებელი რაიონები დაბომბეს.