ირაკლი ღარიბაშვილი იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებისგან შუალედურ ანგარიშს მოისმენს

ირაკლი ღარიბაშვილი იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებისგან შუალედურ ანგარიშს მოისმენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებისგან დღეს შუალედურ ანგარიშს მოისმენს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც იური ვაზაგაშვილის სამძიმარზე იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი იყოს გარკვეული.

"იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მთელი სამართალდამცველები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს გამოძიება. დღეს მექნება შეხვედრები, შუალედური ანგარიში მინდა მოვისმინო გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მე მინდა დავარწმუნო ყველა, რომ მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს გარკვეული", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.