"დიდი ეჭვი მაქვს და დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს არის გაგრძელება იმისა, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით"

სამების საკათედრო ტაძარში იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ვაზაგაშვილის ღვაწლის შესახებ ისაუბრა.

„საერთაშორისო დონის ტრაგედია მოხდა საქართველოში. მე მინდა გავიხსენო ბატონი იურის ღვაწლი, იმ ცვლილებებში რაც ბოლო პერიოდში საქართველოში მოხდა. ბატონ იურის  უდიდესი ღვაწლი  და უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ ჩვენ მოვახერხეთ და გავიმარჯვეთ ძალადობის წინაღმდეგ. თუმცა მსხვერპლს ვერ ავცდით და ეს შედეგია იმ ძალადობის. დიდი ეჭვი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს არის გაგრძელება იმისა, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით“,- განაცხადა ივანიშვილმა

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.