მარიუპოლიში მიტინგი -რექვიემი გაიმართა

მარიუპოლიში მიტინგი -რექვიემი გაიმართა

მარიუპოლის მცხოვრებლებმა დონეცკის აეროპორტის დაცვის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მიტინგი - რექვიემი გამართეს. ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტსაიტები იტყობინებიან. მომიტინგებმა პატივი მიაგეს დონეცკის მშვიდობიან მცხოვრებლებს და მიკრორაიონ "ვასტოჩნის" დაბომბვის დროს დაღუპულებს და დაშავებულებს.

მიტინგი ლენინისა და მშენებელთა გამზირების გადაკვეთაზე მდებარე მოედანზე გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა სანთლები, დროშები და პლაკატები - "მე ვარ მარიუპოლი" მოიტანეს. სასულიერო პირებმა კი გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს.

დღეს დილით მარიუპოლიში ტერორისტების მიერ "გრადის" ტიპის ჭურვებით დაბომბვის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა. დაშავებულთა შორის ერთი 12 წლის გოგონაა.