"დაველოდოთ გამოძიებას, როგორ განვითარდება მოვლენები და საზოგადოება შესატყვის რეაქციას გააკეთებს"

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ჭიკაიძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა.

„ჭიკაიძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა. საერთოდ ეს  ხელისუფლების ხელწერა კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა და დამტკიცდა, რომ საზოგადოებას ანგარიშს უწევენ.  მე არ ვფიქრობ, რომ ამის იქეთ ვინმემ პროკურატურის მტკიცებულების გარეშე პასუხი  უნდა აგოს. სწორი ნაბიჯი გაკეთდა მთავრობის მხრიდან, პიროვნებისგან - შინაგან საქმეთა მინისტრისგან. დანარჩენი პროცესებს მივსდიოთ და თუ ხელისუფლება ვერ შეძლებს და ვინმეზე დამატებით ეჭვი გაჩნდება, საზოგადოება არავის არაფერს  აპატიებს ყველამ უნდა იცოდეს და მე მგონი მთავრობის ყველა წარმომადგენელი ამას შეგუებულია. ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ დაველოდოთ გამოძიებას და როგორ განვითარდება მოვლენები და საზოგადოება შესატყვის რეაქციას გააკეთებს“,- განაცხადა ივანიშვილმა

ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა. ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის თხოვნით ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმართა და აღნიშნა, რომ თუ ვაზაგაშვილის მკვლელობის ცხელ კვალზე გამოძიება მოხდებოდა, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.