არ მეგულება ადამიანი, ვინც ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენს ევროპულ ორიენტაციას

არ მეგულება ადამიანი, ვინც ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენს ევროპულ ორიენტაციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დავოსში ვიზიტის ფარგლებში, CNBC-ის ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა საქართველო კვლავ პროევროპული და პროდასავლული ქვეყანა, უპასუხა, რომ არ ეგულება ადამიანი, ვინც ეჭვის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ ორიენტაციას.

„ჩვენ გვაქვს ამ გზის გაგრძელების მოტივაცია და ურყევი გადაწყვეტილება. შარშან ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით და ეს იყო ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება. ჩვენ მოტივირებულნი ვართ, რათა წარმატებით განვახორციელოთ ეს ხელშეკრულება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.