ემზარ კვიციანს 28 იანვარს გაათავისუფლებენ

ემზარ კვიციანს 28 იანვარს გაათავისუფლებენ

კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომელიც ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შევა.

როგორც კვიციანის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ "პირWელს" განუცხადა, საპროცესო შეთანხმებით დაცვის მხარე არა ბრალს, არამედ მოხდილ სასჯელს, 11 თვეს აღიარებს.

"საპროცესო შეთანხმებაზე ფაქტობრივად ხელი მოწერილია. დაცვის მხარე ვთანხმდებით სასჯელზე და არა ბრალდებაზე, ამიტომ პროკურატურა ამაზე წამოვიდა, რომ საპროცესო შეთანხმებით ემზარ კვიციანს 28 იანვარს სააპელაციო სასამართლო გაათავისუფლებს. საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება საპროცესო შეთანხმება, როგორც ბრალდების, ასევე სასჯელის ნაწილზეც დაიდოს. ამ შემთხვევაში რახან ჩვენ ბრალს არ ვაღიარებთ, პროკურატურა მოდის იმაზე, რომ სასჯელზე მოხდეს საპროცესო შეთანხმება", - განუცხადა "პირWელს" კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის მოწყობასა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაში დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 12 წლით  აღკვეთა მიუსაჯა. კოდორის ყოფილი რწმუნებული 2006 წლიდან მიმალვაში იმყოფებოდა. კვიციანი საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში ჩამოვიდა, ის სამართალდამცველებმა აეროპორტშივე დააკავეს.