თავდაცვის მინისტრმა იური ვაზაგაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

თავდაცვის მინისტრმა იური ვაზაგაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზში, იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. მინდია ჯანელიძემ მოადგილეებთან, ლევან ღირსიაშვილთან და კახა ოქროჯანაშვილთან ერთად, იური ვაზაგაშვილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.