ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელია

ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელია

„ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელია“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა იტალიაში ვიზიტის დროს განაცხადა. მერკელის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემთხვევაში, გერმანიის მთავრობასა და ევროკავშირს რუსეთისთვის თავისუფალი ვაჭრობის უფრო ფართო ზონის შეთავაზება შეუძლიათ. კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ „ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე“ თავისუფალი ვაჭრობის ზონის იდეა ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის.