საზოგადოება ძალოვან უწყებებში და ხელისუფლებაში ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს

საზოგადოება ძალოვან უწყებებში და ხელისუფლებაში ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს

სტარტეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორი, ექსპერტი მამუკა არეშიძე, აცხადებს, რომ საზოგადოება ძალოვან უწყებებში და ზოგადად ხელისუფლებაში ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს. ამის შესახებ არეშიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშრებით საუბრისას განაცხადა. არეშიძის თქმით, აუცილებელია ხელისუფლებამ წინასაარცევნოდ გაცემული დაპირება, სამართლიანობის აღდგენის შესახებ სეასრულოს. არეშიძე ამბობს, რომ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც წინასაარცევნოდ "ქართული ოცნების" სახელით დაპირებებს გასცემდა.

"საზოგადოება მოითხოვს ძირეულ ცვლილებებს ძალოვან უწყებაში და საერთოდ ხელისუფლებაში. იმისთვის, რომ რა დაპირებაც თავის დროზე გასცა ქართულმა ოცნებამ, სამართლიანობის აღდგენა-შესრულდეს. ეს ყველას პასუხისმგებლობაა, ყველას აბსოლუტურად ვინც დღეს ხელისუფლებაშია და ვინც სიტუაცია აქამდე მიიყვანა, მათ სორის ჩვენიც, იმათი ვინც "ქართული ოცნების" სახელით დაპირებებს გასცემდა, მაგალითად ჩემი,"-განაცხადა მამუკა არეშიძემ.