ალექსანდრე ჭიკაიძის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას, "ერთანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი გივი თარგამაძე ეხმაურება. თარგამაძის განცხადებით,ჭიკაიზეს თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. დეპუტატი აცახდებს, რომ ხელისუფლებამ ჭიკაიძე და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები, ორი წლის განმავლობაში გამოიყენა, ახლა კი მათ დასჯას აპირებს.
"თითოეული პოლიციელი, რომელთან დაკავშირებითაც იყო პრეტენზია , თანამდებობებზე დაინიშნენ ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში და ბიძინა ივანიშილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. მაშინ როდესაც თითოეულ ასეთ თანამდებობაზე კანდიდატურა თანხმდებოდა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან. ამიტომ ეხლა ხელის გაშვერა ჭიკაიძისკენ არის უსინდისობა. უსინდისობაა ისიც,რომ ეს პოლიციელები გამოიყენეს, მათი მეშვეობით ამუშავეს ქალაქის პოლიცია ორი წელიწადი და ეხლა მათ დასჯა გადაწყვიტეს,"-განაცხადა გივი თარგამაძემ.