ბარაქ ობამა საუდის არაბეთს ეწვევა

ბარაქ ობამა საუდის არაბეთს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა საუდის არაბეთს ეწვევა. "ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-ის ლიდერი ინდოეთში სამდღიან ვიზიტს შეწყვეტს და სამშაბათს საუდის არაბეთში ჩავა, სადაც ქვეყნის ახალ მეფე სალმანს შეხვდება.

79 წლის სალმანმა მეფის ტახზე ორი დღის წინ გარდაცვლილი, 90 წლის მეფე აბდულა შეცვალა. გუშინ ელ რიადში გამართულ აბდულას დაკრძლვას დაესწრო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდანი.

საუდის არაბეთის ახალი მეფის, სალმანის განცხადებით, წინამორბედის პოლიტიკურ კურსს შეინარჩუნებს.

აბდულა ბინ აბდულაზიზი საუდის არაბეთის სამეფო ტახტზე 2005 წელს ავიდა.