"თავისუფალი დემოკრატები" რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ.

ირაკლი ალასანია და ალექსი პეტრიაშვილი დღეს კახეთში ჩავიდნენ და მხარდამჭერებს შეხვდნენ. პარტიის ლიდერების განცხადებით, მათი მთავარი მიზანია მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა აწუხებთ რეგიონების მაცხოვრებლებს. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა მოსახლეობისგან მოისმინეს, თუ რა პრობლემების წინაშე დგას კახეთის მოსახლეობა და რას მოითხოვენ ისნი, რომ ეს საკითხები გადაიჭრას.