ჭიკაიძე ჩაეწერება ისტორიაში, როგორც ყველაზე უბოროტო შს მინისტრების რანგში

ჭიკაიძე ჩაეწერება ისტორიაში, როგორც ყველაზე უბოროტო შს მინისტრების რანგში

ექსპერტი ხატუნა ლაგაზიძე შს მინისტრის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ ჭიკაიძე შს მინისტრების ისტორიაში ყველაზე უბოროტო მინისტრად ჩაიწერება. კომენტარი ლაგაზიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გააკეთა:

„საზოგადოებამ იცის, რომ დანიშვნის დღიდანვე ჭიკაიძე იყო ფორმალური მინისტრი, შერჩეული მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა არანაირი პოლიტიკური ამბიცია და  არანაირი სურვილი, გაზრდილიყო, როგორც პროფესიონალი. ის ჩაეწერება ისტორიაში, როგორც ყველაზე უბოროტო მინისტრი შს მინისტრების რანგში, ამ თვალსაზრისით, შეიძლება, მოგვენატროს კიდეც, რადგან ასეთი პრეცედენტი არ გვქონია. მან არაფერი გააკეთა, არაფერი დააშავა, მაგრამ ის იყო ძალიან კლასიკური სახე ამ მთავრობის და იმ საკადრო პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებს და რომლის შედეგებსაც დღეს ყველანი ვიმკით. ამ პოლიტიკის ამოსავალი წერტილია ადამიანების დანიშნვა თანამდებობებზე მხოლოდ მორჩილებით. მაქვს ღრმა განცდა, რომ ხელისუფლებას არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს, რომელიც ნაკლები კვალიფიკაციიდან, ნაკლები პროფესიონალიზმიდან და ნაკლები განათლებიდან მომდინარეობს, ამიტომ მას მოაზროვნე და ამბიციური ადამიანების ეშინია", - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.